Thursday, June 5, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია


ავტვირთე ჩემს ბლოგზე ჩემიპროექტის პორტფოლიო, წარვუდგინე ჩემს კოლეგებს და ტრენერს ჩემი პრეზენტაზია.
საინტერესო და დროული იყო ეს ტრენინგი თითოეული პედაგოგისათვის, რადგან შევისწავლეთ და გავეცანით ბევრ საინტერესო სიახლეს, რაც დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში, რათა უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი სტუდენტებისათვის თითოეული გაკვეთილი.
ჩვენი ტრენერი, ბატონი გიორგი, საინტერესოდ გადმოგვცემდა მასალას და ამომწურავ პასუხს სცემდა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. კარგი იქნება თუ ასეთი ტრენინგები გაგრძელდება.


Thursday, May 15, 2014

1 - 4 დღეების რეფლექსია

   გავეცანი ინტელის პროგრამის კურსს პროექტების სწავლების შესახებ, პორტფოლიოს სტრუქტურას  და შევქმენი ჩემი პორტფოლიო.
   ავითვისე ინტერნეტში ძიება, სურათების ჩამოტვირთვა, საიტების დაბუკმარკება, შევქმენი პირადი ბლოგი.
   გავეცანი სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს, შევიმუშავე საკუთარი პროექტის თემა.
   გავეცანი 21 საუკუნის უნარ - ჩვევებს, ავირჩიე ჩემი პროექტის შესაბამისები, დავიწყე ბუკლეტის შექმნა, მუშაობის პროცესში ვიყენებ ბუკლეტის ჩეკლისტს.