Thursday, June 5, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია


ავტვირთე ჩემს ბლოგზე ჩემიპროექტის პორტფოლიო, წარვუდგინე ჩემს კოლეგებს და ტრენერს ჩემი პრეზენტაზია.
საინტერესო და დროული იყო ეს ტრენინგი თითოეული პედაგოგისათვის, რადგან შევისწავლეთ და გავეცანით ბევრ საინტერესო სიახლეს, რაც დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში, რათა უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი სტუდენტებისათვის თითოეული გაკვეთილი.
ჩვენი ტრენერი, ბატონი გიორგი, საინტერესოდ გადმოგვცემდა მასალას და ამომწურავ პასუხს სცემდა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. კარგი იქნება თუ ასეთი ტრენინგები გაგრძელდება.